ახლა უკვე “ცენტრა ისთეითს” ის პარტნიორებს 20 წლიანი გამოცდილება და კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვთ მშენებლობასა და უძრავი ქონების განვითარებაში, თავად გუნდი კი, მთლიანი შემადგენლობით ბაზარზე თითქმის 7 წელია ოპერირებს.
უძრავი ქონების ბაზრის ღირსეული მოთამაშე აუცილებლად ათვითცნობიერებს ქალაქის ურბანული განვითარების სწორ ვექტორებს, და მხოლოდ ამის გათვალისწინებით გეგმავს და ავითარებს პროექტებს.
ჩვენი გუნდის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა სამართლებრივად მოწესრიგებული, კანონებთან და რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანილი პროექტებია, რომელიც იცავს საკუთრების უფლებას.
Centra Estates – ს ყველა დასრულებული, მიმდინარე და ახალი პროექტი ყველაზე დიდ საერთო კომფორტს ქმნის მომხმარებლებისათვის, რაც არის ტრანსპარენტულობისა და სრული ინფორმირებულობის კომფორტი: ზუსტად იცი, რომ ყველა კითხვაზე არსებობს კომპეტენტური პასუხი.
Centra Estates – ის სახასიათო არქიტექტურა, პრინციპით „შიგნიდან გარეთ“ უზრუნველყოფს სახლების ყველაზე კომფორტულ, ოპტიმალურ დაგეგმარებას და მშენებლობისთვის ითვალისწინებს ენერგოეფექტურ და ხარისხიან მასალებს, მხოლოდ საიმედო მომწოდებლებისაგან.
გამწვანება და ეკოლოგია არ შეიძლება იყოს სოციალური პასუხისმგებლობა, ეს მკაცრი ვალდებულებაა;
ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ უძრავი ქონების განვითარება შესაძლებელია ისე, რომ ხელი შეუწყო ქალაქის სწორ ურბანულ განვითარებას. ასე დავიწყეთ და ასე გავაგრძელებთ.