ახლა უკვე “ცენტრა ისთეითს”ის პარტნიორებს 20 წლიანი გამოცდილება და კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვთ მშენებლობასა და უძრავი ქონების განვითარებაში, თავად გუნდი კი , მთლიანი შემადგენლობით ბაზარზე თითქმის 7 წელია ოპერირებს.
ზუსტად ვიცით, რომ უძრავი ქონების ბაზრის ღირსეული მოთამაშე აუცილებლად ათვითცნობიერებს ქალაქის ურბანული განვითარების სწორ ვექტორებს , და მხოლოდ ამის გათვალისწინებით გეგმავს და ავითარებს პროექტებს .
ჩვენი გუნდის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა სამართლებრივად მოწესრიგებული, კანონებთან და რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანილი პროექტებია , რომელიც იცავს საკუთრების უფლებას.
Centra estates –ს ყველა დასრულებული , მიმდინარე და ახალი პროექტი ყველაზე დიდ საერთო კომფორტს ქმნის მომხმარებლებისათვის, რაც არის ტრანსპარენტულობისა და სრული ინფორმირებულობის კომფორტი: ზუსტად იცი , რომ ყველა კითხვაზე არსებობს კომპეტენტური პასუხი.